ზურაბ უტიაშვილმა სოფელ შაშიანში დასრულებული გზის რეაბილიტაცია მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა სოფელ შაშიანში, ახლადრეაბილიტირებული ე.წ დოყიანთ უბნის გზა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ საუბნო გზაზე მოასფალტდა 400 მეტრამდე სიგრძის გზა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.
საგზაო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ფენიქსმა” შეასრულა.
სოფელ შაშიანის საუბნო გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 271 643 ლარი დაიხარჯა.