Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

4 December, 2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გურჯაანში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება.

 პროგრამის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდნენ.

 პროგრამის მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

Share page