სოფელ ბაკურციხეში სავარჯიშო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბაკურციხეში სავარჯიშო სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
სავარჯიშო სივრცის მოწყობაზე 23 000 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, სავარჯიშო სივრცეები სოფელ ზემო კაჭრეთსა და ქალაქ გურჯაანში, ბესიკის ქუჩაზეც კეთდება.