დებატების პროექტი გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში “ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზების” პროექტის ფარგლებში, საჯარო დებატები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები დებატების ტექნიკას რამდენიმე მეთოდით ეუფლებიან, რომელსაც საქართველოს
დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, პროექტის მონაწილეები საჯარო დებატებსა და ტურნირში ჩაერთვებიან, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ცოდნის
გამოვლენას და დებატების ტექნიკის გამოყენებას შეძლებენ.
პროექტი “ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზება” მიზნად ისახავს ახალგაზრდებში
კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და ეფექტური კომუნიკაციის
უნარების განვითარებას დებატების ტექნიკაში მომზადების გზით.
აღნიშნულ პროექტში გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.