ვაქცინაციის მარათონი ახტალის პარკში
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
მოქალაქეებმა ადგილზე შეძლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება, რომლის შედგომაც
მათ უფასოდ გადაეცათ იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისები და სხვადასხვა საჩუქრები.
ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე, და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი - ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუმრებს მიმართეს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღის პირველი ნაწილი, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, საბავშვო აქტივობებს დაეთმო. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ "ნევერლენდის" ანიმატორები და ზღაპრის გმირები,
ტერიტორიაზე მოწყობილი იყო მოსასვენებელი და კვების სივრცეები.
დღის ბოლოს კი სტუმრების წინაშე ჯგუფი "ალილო" წარდგა.
გურჯაანში ვაქცინაციის მარათონი დეკემბრის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.