გურჯაანის მერი ვაჩნაძიანის მოსახლეობას შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ვაჩნაძიანის მოსახლეობას და სოფლის ამბულატორიის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულად ჩატარების მნიშვნელობა, პენსიონერებისთვის აცრის შემდგომ გამოყოფილი დანამატის მიღების საკითხი და არსებული რეგულაციების დაცვა იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გურჯაანი და ოზურგეთი ვაქცინაციის მარათონის საპილოტე მუნიციპალიტეტებად არის შერჩეული, სადაც აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.
რამდენიმე დღეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის ჩატარება.
როგორც მერმა მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, პირადად ჩაერთვება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის კამპანია წარმატებით განხორციელდეს.