Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კარდენახში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

8 November, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის ასაშენებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 291 950 ლარი დაიხარჯება. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალგი” ასრულებს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი პროექტების განხორციელება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად აქტიურად გაგრძელდება," - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა. 

Share page