სოფელ გურჯაანში საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ე.წ. ქვემო წითელ უბანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მოგეხსენებათ, სოფელ გურჯაანში 24 საათიანი წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, საუბნო გზაზე დაწყებულია წყლის ახალი სისტემის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვემო წითელ უბანში დაიწყება სანიაღვრე არხის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 930 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 429 000 ლარს შეადგენს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს" გზამშენი 15" ასრულებს.