პაატა იმნაძე, კახეთის 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქალაქ გურჯაანში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, კახეთის 6 მუნიციპალიტეტის: გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის თემა დაგეგმილი კამპანია "აცრის მარათონი" იყო, რომელშიც კახეთის 6 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში "აცრის მარათონში" სოფელი ველისციხე ჩაერთვება.
აღნიშნულ შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სოფლის ექიმები ესწრებოდნენ.