ნონეშვილის ქუჩაზე მწვანე საფარის განახლება იწყება
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე მწვანე ფასადის განახლება იწყება.
პირველ ეტაპზე, მოძველებული და დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც იქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
დაავადებული ხეები აზიანებდა საფეხმავლო ბილიკის საფარს და უამინდობის დროს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა, რომელიც მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, დაავადებული, მოძველებული ხეების მოჭრას და ახალი ნარგავების დარგვას ითვალისწინებს