6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 47 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 47 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ღვინის საწარმოებს მოსავალი 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.
ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება უკვე დასრულდა, 26 აგვისტოს შემდეგ 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი გადამუშავდა.
სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი მევენახეებმა 1 კგ რქაწითელი 0,80 ლარად და 1 კგ საფერავი - 1 ლარად ჩააბარეს