Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სამაცივრეებში

10 August, 2021

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში პირადად გაეცნო.

 შეხვედრას პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ამ დროისთვის სოფელ ჩუმლაყში 30-მდე სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს.
ატმის რეალიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით, შეუფერხებლად ხდება.

კახეთში, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, ადგილობრივ მუშახელთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც არიან დასაქმებული.

Share page