აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა!
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა აგვისტოს ომის გურჯაანელი გმირების - ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილის და ზემო კაჭრეთელი სოსო ღვინიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია საქართველოს ეროვნული დროშა.