Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კარდენახში, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

30 July, 2021

სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

 პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, გათბობის სისტემით, სველი წერტილებით და სათამაშო მოედნით.

 სკოლის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 2 820 794 ლარს შეადგენს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

 

 

Share page