Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ვეჯინში ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

18 June, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ვეჯინში, ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის მიხედვით, მოასფალტდა 834 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და საფეხმავლო ბილიკი.

სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “გზამშენი 15” შეასრულა, 394 400 ლარი დაიხარჯა.

 

 

Share page