სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დასრულდა.
30 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსული სტიქიის შედეგად, სოფლებში: კაჭრეთში, ნანიანსა და ზემო კაჭრეთში, 201 საცხოვრებელი სახლის, მათ შორის 4 მრავალბინიანი კორპუსის, სახურავი დაზიანდა.
სტიქიით დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი გამოიყო.