ქალაქ გურჯაანში, ფიროსმანის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში, ფიროსმანის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის მიხედვით მოასფალტდება 294 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 181 871 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კავკასავტომაგისტრა” ასრულებს.