სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი იწყება!
სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი იწყება!
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 370 385 ლარია.
მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელ სახლს, ველისციხის თეატრს, მოედანს და პარკს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
სამუშაოებზე ტენდერი 4 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება.