Hot line : (0 353) 22 12 23

"რა? სად? როდის? " XVI სასკოლო სერიის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი "1121" გახდა

5 June, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის? " XVI სასკოლო სერიის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი "1121" გახდა.

გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად, სიმბოლური პრიზი "ბროლის ბუ" და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

მეორე ადგილზე ქალაქ გურჯაანის 1 საჯარო სკოლის გუნდი "ფენიქსის ორდენი", ხოლო მესამეზე სოფელ მელაანის საჯარო სკოლა "ევრიკა" გავიდნენ. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს სპეციალური დიპლომები და წიგნები გადაეცათ. ასევე, დიპლომებით დაჯილდოვდნენ მესამე ადგილზე გასული გუნდის მოთამაშეებიც.

XVI სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე კი გეგა ფრიდონიშვილი გახდა (მელაანი"ევრიკა").

თამაშის ფინალი, 3 ივნისს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა, რომელშიც ოთხი ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგის მქონე ექვსი გუნდი მონაწილეობდა:

ქ.გურჯაანის IV საჯარო სკოლა "1121";

ქ.გურჯაანის I საჯარო სკოლა "ფენიქსის ორდენი";

სოფელ მელაანის საჯარო სკოლა "ევრიკა";

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა "Akatsuki";

სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა "A priori";

ქ.გურჯაანის II საჯარო სკოლა "შავი ორდენი";

✔ ტრადიციულად, ინტელექტუალური თამაშის რედაქტორი და წამყვანი პაატა ჩახვაშვილი იყო.

✔ფინალურ თამაშს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი თეიმურაზ ზავრაშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე ესწრებოდნენ.

✔ "რა? სად? როდის?" სასკოლო ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა. თამაში ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით, ღია სივრცეში გაიმართა. თამაშის დაწყებამდე მოთამაშეებმა კი თერმოსკრინინგი გაიარეს.

 

 

Share page