მელაანში სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ მელაანში სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება 2046 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით ფინანსდება.
საგზაო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 15" ასრულებს.