Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

24 May, 2021

სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 710 000 ლარზე მეტი დაიხარჯება, სრულად რეაბილიტირდება 955 მეტრამდე სიგრძის გზა და მოეწყობა გზის დამცავი ჯებირი.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული "კავკასავტომაგისტრალი" ასრულებს.

 

Share page