ბადმინტონში სპარტაკიადის გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლა გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადის ბადმინტონის ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი სოფელ კოლაგის და ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
ბადმინტონში სპარტაკიადის ჩემპიონს, ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები გადასცა.
ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა და თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 - ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.