Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს

13 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილზე გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს მოსული სტიქიის შედეგად, სოფელ კაჭრეთში 201 საცხოვრებელი სახლის, მათ შორის 4 მრავალბინიანი კორპუსის, სახურავი დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი გამოიყო.

საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

 

 

 

Share page