სოფელ დარჩეთში ახალი ჭაბურღილის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩეთში ახალი ჭაბურღილის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 127 366 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “სასწორი” ასრულებს.
წყლის ახალი ჭაბურღილი სოფელ დარჩეთში 70-ზე მეტი ოჯახის წყალმომარაგებას გააუმჯობესებს.