Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, გაკეთდება გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ორივე სკოლის რეაბილიტაციაზე ჯამში 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

 

Share page