Hot line : (0 353) 22 12 23

 სოფელ გურჯაანში, ე.წ. ქვემო წითელ უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1 May, 2021

 სოფელ გურჯაანში, ე.წ. ქვემო წითელ უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

 პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა შიდა საუბნო გზა და მოეწყო ეზოებში შესასვლელები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კი შეიცვალა წყალმომარაგების ქსელი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "გუმბათმა'' შეასრულა. პროექტზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 320 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

Share page