Hot line : (0 353) 22 12 23

კამპანია #აჩუქეწიგნი გურჯაანში - 28აპრილი,ჭერემი

28 April, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, მერის თანაშემწე ლიკა მედულაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ დალი მინდიაშვილი სოფელ ჭერემის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და კამპანიის #აჩუქეწიგნი ფარგლებში, მოსწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

კამპანიაში ჩართული იყვნენ გურჯაანის რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოქალაქეები.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა. კამპანია #აჩუქეწიგნი გურჯაანში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი დალი მინდიაშვილის ინიციატივით განხორციელდა.

 

Share page