Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქცია გაიმართა

22 April, 2021

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში ე.წ. "ბებოს ბაღი" დაასუფთავეს, რომელში მონაწილეობაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმაც მიიღო.

დედამიწის საერთაშორისო დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. დღეისათვის გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა ღონისძიება 190-ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია კახეთი "სუფთა რეგიონის" ნომინაციის გამარჯვებულია.

 

 

Share page