გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დალი მინდიაშვილთან ერთად, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.
პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, გაკეთდება გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სათამაშო მოედანი.
სკოლის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 2 820 794 ლარს შეადგენს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს, აქტიურად მიმდინარეობს. საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.