Hot line : (0 353) 22 12 23

2 აპრილს გურჯაანში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

3 April, 2021

2 აპრილს გურჯაანში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია ,,დიას” ორგანიზებით მოწყობილი შეხვედრის მიზანი გახლდათ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი, ახალგაზრდული საბჭოს წევრები და ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორებმა აუტისტური სპექტრის შესახებ ისუბრეს და იქ მყოფ ბავშვებს საჩუქრებიც გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია ,,დია”, ქალაქ გურჯაანში, უახლოეს მომავალში, აუტიზმის ცენტრის გახსნას გეგმავს, რისთვისაც მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ფართი გამოუყო.

 

Share page