ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ პროექტის "ტურისტული სერვისების შეფასება და მონიტორინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების და "ვიშეგრადის" გრანტის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
ვიშეგრადის გრანტი სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პატალამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით მიიღო, რომელიც 4 ქვეყნის - სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ერთობლივად შექმნილი ჯგუფის ფინანსურ მხარდაჭერას წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 30 000 ევროს შეადგენს და 1 წლის მანძილზე გაგრძელდება.
პროექტის მიზანია რეგიონული ბრენდირების პლატფორმის შექმნა კახეთში, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხისშეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.