Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

19 March, 2021

სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 675 მეტრი სიგრძის გზას, ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ "გზამშენი 15"-მა შეასრულა.

 

Share page