გურჯაანი - ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
გურჯაანი - ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდება გზის 7 კმ - იანი მონაკვეთი და მეწყერსაშიშ ადგილებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ გზის რეაბილიტაცია, რომელიც 10 სოფელს ქალაქ გურჯაანთან აკავშირებს, მრავალი წლის მანძილზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა, რადგან მანძილი 12 კმ - ით მცირდება.