Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

3 February, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სკოლის შენობა სრულად რეაბილიტირდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ კარდენახის საჯარო სკოლასაც. ჯამში, ორივე სკოლის რეაბილიტაციაზე 7 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

 

Share page