Hot line : (0 353) 22 12 23

2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება

23 February, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები, მუნიციპალიტეტის 30 სოფლის მოსახლეობამ უკვე აირჩია.

წელს, სოფლის პროგრამით განსახორციელებელ ძირითად საკითხებად მოსახლეობამ სკვერების მოწყობა, შიდა საუბნო და სავარგულების გზების მოხრეშა, გარე განათების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა.

შეგახსენებთ, 2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში
520 000 ლარი დაიხარჯება.

 

Share page