გზების გაწმენდის სამუშაოები არაშენდაში-18 თებერვალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზასა და არაშენდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, ტექნიკური მარილის გაშლის სამუშაოებს აწარმოებს.
ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები, მოქალაქეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზების გაწმენდას დილიდან ახორციელებენ.