სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ნანიანი - 11 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ ნანიანში. ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი და მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი შეხვდნენ.
სოფლის საერთო კრებაზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და რამდენიმე პრიორიტეტიც შეარჩიეს. ადგილობრივებს, პროგრამით გამოყოფილი თანხით,
წყლის სისტემის რეაბილიტაცია,
სანიაღვრე არხის მოწყობა და
სავარგულების გზების მოხრეშვა სურთ.
წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნანიანისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი.