Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - კაჭრეთი - 11 თებერვალი

11 February, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სოფელ კაჭრეთში გაიმართა.

ადგილობრივებმა საერთო კრებაზე სოფლის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, საიდანაც რამდენიმე პრიორიტეტი შეარჩიეს. მათი გადაწყვეტილებით, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა
გარე განათება და რეაბილიტირდება სავარგულების გზები, ე.წ. ქიტოანთ უბანში კი რეზერვუარი დაემატება.

 2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, კაჭრეთისთვის გამოყოფილი 20 000 ლარი სწორედ მათ მიერ შერჩეული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

 

Share page