სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - მელაანი - 11 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ მელაანში.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პროგრამით გამოყოფილი 20 000 ლარით, შიდა საუბნო გზებზე მოეწყობა
გარე განათება და მოიხრეშება შიდა საუბნო გზები.
პრიორიტეტები ადგილობრივებმა საერთო კრებაზე შეარჩიეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.