ამბულატორიებს სამედიცინო ინვენტარი გადაეცათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის 18 ცენტრს, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების ჯგუფმა, სამედიცინო ინვენტარი გადასცა.
ამბულატორიებს - პულსოქსიმეტრი (სატურაციის აპარატები),პირბადეები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ქუდები, ბახილები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები გადაეცათ, რომლებიც მათ covid -19 ბრძოლის პროცესში დაეხმარებათ.
აქცია, ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.