ქალაქ გურჯაანში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
ქალაქ გურჯაანში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.
ახალი, ფეხბურთის და კალათბურთის კომბინირებული, მინი მოედანი 9 აპრილის ქუჩაზე მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე, კიდევ ერთი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე მოედნის მშენებლობაზე ჯამში, 129 ათასი ლარი დაიხარჯება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს, მინი სპორტული მოედნები მოაწყო, ასევე სოფლებში: ვეჯინსა და კარდენახში.