ზემო კაჭრეთში სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
სოფელ ზემო კაჭრეთში სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1400 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუპოვერი" ასრულებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.