Hot line : (0 353) 22 12 23

კალაურის სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა

18 December, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სკოლის შენობა სრულად რეაბილიტირდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ კარდენახის საჯარო სკოლასაც. ჯამში, აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციაზე 7 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

Share page