Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ჭანდარში ასფალტის დაგება მიმდინარეობს

4 December, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭანდარში, "ირანელების" უბნის გზის რეაბლიტაციას ახორციელებს.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 310 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, ეზოებში შესასვლელების და რკინა-ბეტონის სანიღვრე არხის მოწყობა, რომელიც ლითონის ცხაურით დაიხურება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ გზაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

Share page