Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

30 October, 2020

სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს. 

 პროექტის ფარგლებში, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება,ასფალტის ახალი საფარი დაიგება 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. ჯამში, საგზაო სამუშაოებზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.
 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.  გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს. 


 

Share page