Hot line : (0 353) 22 12 23

განკარგულება

3 September, 2020

      
განკარგულება 
2020 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 31 აგვისტოს № 31/08/01 განკარგულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად,

1. 2020 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად (გამოსაფენად) განისაზღვროს შემდეგი ადგილები:

ა) კულტ-სახლების ფასადები და მატი კაპიტალური მესერი;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო- აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;

გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა;

ე) ამ განკარგულებით განსაზღვრული ადგილების გარდა სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში;

 

2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მის: ნონეშვილის ქ. №13), სასამართლოს (მის: სანაპიროს ქ. №24), იუსტიციის სახლის (მის: თამარ მეფის ქ. №14), სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის (მის: კოსტავას ქ. №26) და პოლიციის (მის: ნონეშვილის ქ. №21), გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შენობების ინტერიერისა და ექსტერიერში, აგრეთვე, საგზაო ნიშნებზე.
9/2/2020

3. დაევალოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას უზრუნველყოს აღნიშნული განკარგულების გამოქვეყნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით’ 4.  განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე   და მისის მოქმედების ვადა განისაზღვროს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე; 5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24)

http://gurjaani.gov.ge/sites/default/files/gankarguleba.pdf

Share page