Hot line : (0 353) 22 12 23

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი

8 August, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის სტადიონზე აგვისტოს ომის გმირის, ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში.  2020 წლის ტურნირზე, ალექსი ნატროშვილის სახელობის თასის მფლობელი სოფელ "კალაურის" გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თავდაცვის სამინისტროს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი დაამარცხა. სწორედ აღნიშნულ ბრიგადაში მსახურობდა ალექსი ნატროშვილი. ტურნირში 10 - მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სამმა გუნდმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.  გამარჯვებულ გუნდს, ტურნირის ორგანიზატორის ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" მიერ დაწესებული, ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა, ფეხბურთელები კი მედლებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირს, გულშემატკივრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი თეიმურაზ ზავრაშვილი, სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელი გელა დალაქიშვილი და ალექსი ნატროშვილის მამა ესწრებოდნენ.

Share page