ბრძანება 1993-2002წლებში დაბადებულ წვევამდელთა გაწვევის შესახებ
№ 1583 07 / აგვისტო / 2020 წ. ქ. გურჯაანი
1993-2002 წლებში დაბადებულ წვევამდელთა გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივლისის № 474 დადგენილების, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“, საქართველოს კანონის ’’სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 04 აგვისტოს # SSG 3 20 00095208 მომართვის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:
ვბრძანებ:
1. შეიქმნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამწვევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- არჩილ ხანდამაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი- კომისიის თავმჯდომარე:
- ზაქარია ანანეიშვილი- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსიკომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
- ნანა მამისაშვილი - კომისიის მდივანი-მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
კომისიის წევრები:
- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი:დათო ბაქრაძე;
- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე
კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ავთანდილ ცისკარაშვილი;
- შსს გურჯაანის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ბექა ახალაური;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი უმცროსი ლეიტენანტი: ვალერიან რევაზიშვილი.
2. დაევალოს:
|
- კომისიას -1993-2002 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა საქართველოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დროულად და ორგანიზებულად ჩატარება, რომელიც უნდა გაგრძელდეს 2020 წლის 03.08-დან 26.12-მდე;- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს უზრუნველყოს საშემოდგომო გაწვევის მთელი პერიოდის ხარჯების დაფინანსება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა რწმუნებულებს-გააფრთხილონ და უზრუნველყოს საპატრულო სამსახურთან ერთად,ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე წვევამდელთა ორგანიზებულად გამოცხადება გამწვევ პუნქტში,უწყებაში ნაჩვენები დროის მიხედვით.
3. ეთხოვოს:
- გურჯაანის შსს სამმართველოს-აღმოუჩინოს დახმარება ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს,იმ წვევამდელთა მოძებნა და გამწვევ უბანზე გამოცხადებაში,რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;- მასმედიას გააშუქოს და აქტიური პროპაგანდა გაუწიოს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ჭაბუკთა სამხედრო პატრიოტული აღზრდის საკითხებს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (მისამართი: ქ.გურჯაანი ნონეშვილის გამზირი №13).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი : არჩილ ხანდამაშვილი