გურჯაანიში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა ინტენსიუს რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები. როგორც იცით, ცხოველთა თავშესაფარი იქნება როგორც ვოლიერები, ასევე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. თავშესაფრის ფუნქციებში, შევა :ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განთავსდება და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. თავშესაფრის მშენებლობაზე 1 800 000 ლარი დაიხარჯება.