Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრა ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობაში

1 July, 2020

 დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, ამავე სამინისტროს სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნოდარ ხუხაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, სამაცივრე მეურნეობების მეპატრონეებს შეხვდნენ.  შეხვედრის ძირითადი თემა კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები, არსებული რეგულაციების დაცვით მუშაობა, უცხო ქვეყნიდან შემოსული ტრანსპორტის გადაადგილება და მათი მძღოლების მოქმედების გეგმა იყო.სამაცივრე მეურნეობების მეპატრონეებს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა გოგაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციები გააცნო და საინფორმაციო ბანერები გადასცა.  შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ სოსო გიოშვილის სამაცივრეში გაიმართა.

 

Share page